Amindi / ამინდი
↓ ანბანის ჩამოშლა

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


sizmrebis axsna
სიზმარი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სიზმრის ახსნა კი ყოველი უცნაური ღამის ლოგიკური გაგრძელება. ყველას გვინახავს იმდენად წარმოუდგენელი, უცნაური სიზმარი, რომ მისი ახსნის, მნიშვნელობის გაგება მთელი დღის მთავარი საზრუნავი გამხდარა. ამის გამო, ადამიანებს უხსოვარი დროიდან ძალიან აინტერესებთ როგორც წინა ღამით, ისე საკმაოდ დიდი ხნის წინ ნანახი სიზმრების მნიშვნელობის გაგება. საამისოდ, კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ბევრი ნაწარმოები შეიქმნა, ბევრმა მოაზროვნემ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დახარჯა მათი რეალური მნიშვნელობის გაგებაში, მაგრამ სიზმარი, როგორც ფენომენი დღესაც გარკვეულწილად ამოუხსნელი რჩება!

საქართველოში პირველად, sizmari.ge წარმოადგენს ერთიან, დასრულებულ საიტს სადაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით. პროცედურა ძალიან მარტივია - უბრალოდ გაიხსენეთ ერთი კონკრეტული საგანი თუ რა დაგესიზმრათ, მაგ. კატა და აირჩიეთ ანბანში ასო-ბგერა "კ". სულ ეს არის. ბმულზე შეგხვდებათ "კ" ასოზე დაწყებული სხვა საგნებიც, რომელთა თანრიგი აგრეთვე ასოების მიხედვითაა დალაგებული რაც ძებნის პროცესს გაგიმარტივებთ. თითოეულ სიტყვაზე სიზმრების ახსნა მეტად ლაკონურია, რათა თავი ავარიდოთ უბრალოდ გამოუსადეგარი სიტყვების გამოყენებას და მათ რეალურ ახსნაზე ვკონცენტრირდეთ.



კვირის დღეები: სიზმრის ახსნა


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ის, თუ რამდენად სრულად და ზუსტად ასრულდება სიზმარი, დამოკიდებულია იმაზე თუ კვირის რომელ დღეს ვნახეთ ის. შესაბამისად, სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით კიდევ ერთი ახალი, მეტად კომპლექსური მიმდინარეობაა. ცნობილია, რომ კვირის ზოგიერთი დღე სიზმრების მეტად ზუსტ, ზოგიერთი კი პირიქით - მეტად არათანაბრად ასრულებასთან ასოცირდება. ამასთან ერთად, ზოგიერთ დღეს ნანახ სიზმრებს ასრულებისთვის მეტად ხანგრძლივი დრო სჭირდება. ამიტონ იხილეთ სასურველი სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით და შემდეგ შეადარეთ ის კვირის დღეების მიხედვით ახსნას.

  • ორშაბათი – ახდება ზუსტად, თუ დაიბადეთ ამ დღეს. სხვებისთვის – დიდი ალბათობით ახდება.

  • სამშაბათი – ახდება 10 დღის მანძილზე. თუ მეათე დღეს არ ახდება , მაშინ ნუღარ დაელოდებით მის ახდენას.

  • ოთხშაბათი – ახდება თუ სიზმარი დაფიქსირებულია ახალი დღის პირველ ნახევარში გამოფხიზლებამდე – ნაწილობრივ.

  • ხუთშაბათი – ახდება ყველა სიზმარი.

  • პარასკევი – ახდება სასიყვარულო სიზმრები.

  • შაბათი – ახდება დილის სიზმრები.

  • კვირა – ახდება სიზმარი რომლებიც ეხება , გართობას , დასვენებას, სასიკეთო მოვლენებს, დანარჩენი – ნაკლებად.



  • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით


    თითოეულ ახალ დღეს, ახალი მნიშვნელობა აქვს! სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით სათავეს სწორედ აქედან იღებს. არსებობს „წინასწარმეტყველური“ დღეები, რომელთა ასრულებაც დროში გაწელილია და შედარებით გვიან ხდება. რა თქმა უნდა, ყველა დღე ასეთი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი განსხვავება შეგვეძლოს. თუ თვის რომელ რიცხვში ვნახეთ სიზმარი, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი სიზმრის ხარისხიც, ანუ ის, თუ რამდენად უნდა ვენდოთ ნანახ სიზმარს!

  • 1 - სიზმრები ამ დღეს ხდება ზუსტად. ისინი კარგი აზრის მატარებელი არიან.
  • 2 - ცარიელი და არაფრის მთქმელი სიზმრები.
  • 3 - ამ დღეს ნანახი სიზმარი სწრაფად სრულდება.
  • 4 - ამ დღეს ნანახი სიზმრები არ ხდება ახლო მომავალში.
  • 5 - უარყოფითი ხასიათის მატარებელი, არა კარგის მომტანი და მანიშნებელი სიზმრები.
  • 6 - ამ დღეს ნანახი სიზმრები არ ხდება ახლო მომავალში.
  • 7 - ბედნიერების მანიშნებელი სიზმრებია, მაგრამ გირჩევთ არავის მოუთხროთ მათ შესახებ.
  • 8 - სიზმრებს მიყავხართ მათი ასრულებისაკენ.
  • 9 - სიზმრები ხდებიან მალე და იუწყებიან ბედნიერებას.
  • 10 - სიზმრები ხდება, მაგრამ საუბედუროდ ცუდი და უბედურების მომტანი.
  • 11 - ნანახი სიზმარი ხდება 11 დღის განმავლობაში და სიხარულს განიჭებენ.
  • 12 - სიზმრები მალე და საკეთილდღეოდ სრულდება.
  • 13 - სიზმრებს უბედურებისკენ მივყავართ.
  • 14 - წარუმატებელი სიზმრები.
  • 15 - სიზმარი ასრულდება ძალიან მალე და საკეთილდღეოდ.
  • 16 - ამ დღეს ნანახი სიზმრები არ ხდება და მათ არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
  • 17 - სიზმრები გვპირდებიან წარმატებებს და ისინი ასრულდებიან ორი კვირის განმავლობაში.
  • 18 - სიზმრებს მივყავართ მოგებისა და შემოსავლებისაკენ, ასევე სიახლეების მაუწყებლები არიან.
  • 19 - სიზმრები გვაუწყებენ ოჯახური უთანხმოებებისა და უსიამოვნებების შესახებ.
  • 20 - ამ დღეს ნანახი სიზმრები ძალიან მალე ხდებიან.
  • 21 - ნანახი სიზმრები ხდება 11 დღის განმავლობაში და სიხარულს განიჭებენ.
  • 22 - სიზმრები გვაუწყებენ მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ.
  • 23 - სიზმრები მალე ხდება.
  • 24 - სასიხარულო სიზმრები რომლებიც მალე სრულდება.
  • 25 - ტყუილისა და სიცრუის სიზმრები.
  • 26 - სიამოვნებისა და გართობის სიზმრები.
  • 27 - სიზმრები აზრისა და ფერების გარეშე. მათ არავითარი აზრი არ აქვთ.
  • 28 - სიზმრები გვაუწყებენ რიგ პრობლემებსა და უსიამოვნებების შესახებ და სრულდებიან 30 დღის განმავლობაში.
  • 29 - ამ დღეს ნანახი სიზმარი არ ხდება.
  • 30 - ფანტასტიური სიზმრების ნახვა შეიძლება ამ დღეს, მაგრამ ისინი ან საერთოდ არ ხდება ან ძალიან შორეულ პერსპექტივაში.
  • 31 - სიზმრები სასიყვარულო გამარჯვებისა და სიამოვნებების შესახებ, სრულდება 15 დღის განმავლობაში.



  • რა არის სიზმარი


    ის, თუ რას წარმოადგენს სიზმარი, მეცნიერების მიერ დღესაც არ არის ბოლომდე შესწავლილი. სიზმარი არის გარკვეული სურათების, იდეების, ემოციების, განცდების ერთობლიობა რომლებიც ძილის გარკვეულ ფაზაში ვლინდება. მეცნიერებას, რომელიც სიზმრის ფენომენს სწავლობს ონეიროლოგია ეწოდება. ადამიანები სიზმარს როგორც წესი ძილის გარკვეულ ეტაპზე ხედავენ, როდესაც მათ გონებას ჯერ არ სძინავს და აქტიურად მუშაობს. როგორც წესი, სწორედ ამ ფაზაში ნანახი სიზმრები გვამახსოვრდება, თუმცა მათ ძილის სხვა ფაზებშიც ვხედავთ. როგორც წესი ასეთი სიზმრები სულ რამოდენიმე წამს გრძელდება და გაღვიძებისას უბრალოდ არ გვახსოვს.

    მეცნიერული ახსნით, სიზმარი არის "ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმოდგენებისა, რაც, ძირითადად, უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა". ჩვეულებრივი ადამიანი მას უფრო მარტივი ენით ახსნის, ზოგიერთის აზრით, სიზმარს ბიოლოგიური დანიშნულება აქვს, კერძოდ, დასვენება, ზოგიერთი კი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სიზმარი ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს. მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ძილის წინ რაზეც ვფიქრობთ ის გვესიზმრება, ზოგჯერ კი ის, რაზეც საერთოდაც არ გვიფიქრია. ფაქტი კი ერთია, სიზმარი ალეგორიული ხასიათის მატარებელია.



    პოპულარული სიზმრების ახსნა


  • ფული  - სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.

  • ქორწილი - თუ სიზმარში თქვენს თავს ვინმეს ქორწილში ხედავთ, ცხადში ადვილად მოძებნით სიტუაციიდან გამოსავალს. თუ ქალს დაესიზმრა საიდუმლო ჯვრისწერა, მან საკუთარი სურვილების შეკავება უნდა შეძლოს. თუ სიზმარში გოგონა ქორწინებაზე თანხმობას განაცხადებს, ცხადში იგი იმ ადამიანების თვალში ამაღლდება, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

  • ბავშვები  - მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

  • სისხლი - სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.

  • თევზი, თევზის დაჭერა - თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.

  • კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.

  • სიკვდილი - თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძლება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.

  • თმა - თუ ქალი სიზმარში ხედავს თავის ლამაზ თმებს, მიანიშნებს ქარაფშუტულ საქციელზე, რომელსაც მერე ინანებს. კაცი თუ ხედავს თავის გამეჩხერებულ თმას, ე.ი. გაუმართლებელი დიდსულოვნება მიიყვანს გამუდმებული შიშით გამოწვეულ ავადმყოფობაზე. გაჭაღარავებული თმები სამწუხარო ნიშანია–მაუწყებელი სიკვდილისა ან გადამდები ავადმყოფობისა ოჯახში, ნათესავებში ან ახლო მეგობრებში.

  • კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს.



  • საიდან მოდის სიზმრების ახსნა?


    sizmris axsna
    სიზმრების ახსნა უკვე საკმაოდ დიდი ხანია კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ძველი ხალხები სიზმარს, როგორც "სულის მოგზაურობას" ისე აღიქვამდნენ. ისინი სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. სიზმრის ახსნას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შუა საუკუნეებშიც. "სიზმრის ამხსნელი" წიგნები ამ დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

    სიზმრის ახსნას, როგორც ამოუხსნელ ფენომენს აქტუალურობა არც თანამედროვე დროში დაუკარგავს. მასზე სერიოზულად მუშაობდა ი. სეჩენოვი, რომელმაც სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. ცალკე მონოგრაფია მიუძღვნა მას ფროიდმაც, რომლის "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. მისი აზრით, სიზმრის შინაარსი შეესებამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს. მასში სხვადასხვა სიზმრების მნიშვნელობებია აღწერილი. სიზმრის ახსნას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: უპირველეს ყოვლისა საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".



    რამოდენიმე ფაქტი სიზმრების შესახებ


    1. თქვენი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებთ.
    2. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ჯამში 6 წელს ატარებს სიზმარში. ეს დაახლოებით 2100 დღეა!
    3. სიზმრები ადამიანის მოდგმასთან ერთად გაჩნდა. ჯერ კიდევ რომანულ ერაში, სენატი იკრიბებოდა და სხვადასხვა სიზმრებს აანალიზებდა.
    4. სიზმრებს ყველა ჯანმრთელი ადამიანი ხედავს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას ვერ აანალიზებს ან უბრალოდ ვერ იხსენებს.
    5. სიზმრების როლი შეუცვლელია. სიზმრების სიმცირემ შესაძლოა პიროვნების აშლილობა ან ზოგიერთი ცილის დეფიციტი გამოიწვიოს.
    6. საშუალოდ, სიზმრის ნახვა ყველგან და ყოველთვის შეიძლება, თუ ერთი ან ორი საათით დაიძინებთ. აგრეთვე, ერთ ღამეში ადამიანი ოთხიდან შვიდ სიზმრამდე ხედავს.
    7. სიზმრებს ბრმა ადამიანებიც ხედავენ. ის, თუ უშუალოდ რას დაინახავენ ისინი სიზმარში, დამოკიდებულია იმაზე ადამიანი დაბადებიდან ბრმაა თუ არა. თუმცა, მეორე შემთხვევაშიც კი, სიზმარი მხოლოდ ვიზუალი არ არის, არამედ ხმებიცაა.
    8. სიზმრის ნახვიდან 5 წუთში თქვენ სიზმრის ნახევარი გავიწყდებათ, ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ - 90%.
    9. როგორც კვლევებმა აჩვენა, მაშინ როდესაც ადამიანი სიზმარს ნახულობს, ტვინი იმაზე მეტად აქტიურ ფაზაშიც კი იმყოფება, ვიდრე როცა მას ღვიძავს.
    10. ადამიანებს, რომლებიც სიგარეტს თავს ანებებენ, უფრო გრძელი და ინტენსიური სიზმრები ესიზმრებათ.
    11. თუ თქვენ ხვრინავთ, თქვენ სიზმარს ვერ ნახავთ.
    12. კოშმარები ძალიან გავრცელებულია ბავშვებში. საშუალოდ, ეს პერიოდი 3 წლიდან იწყება და 7 წლამდე გრძელდება.
    13. კველევების თანახმად, ადამიანები ყველაზე ხშირად სიზმარში საკუთარ სახლს ნახულობენ.
    14. სიზმარში ერექცია მამაკაცებისთვის სრულიად ნორმალური რამ არის, მაშინაც კი, როდესაც ისინი სექსუალური ხასიათის სიზმარს არ ნახულობენ.
    15. სიზმარში ყველაზე ხშირად ადამიანი შიშსა და სიძულვილს განიცდის, მათ კი სიბრაზე და მოწყენილობა მოსდევს.